saqarTvelos qedebi - winavelas qedi
ტერიტორიული ერთეული | შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტები |
კოორდინატები | 41°32`15` ჩ. გ. 42°06`37` ა. გ. |
უმაღლესი წერტილი | გომა |
სიმაღლე | 2194 მ |
სიგრძე | 15 კმ |
ქედი საქართველოში, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს შავშეთის ქედის ჩრდილო ეროზიულ-დენუდაციურ მერიდიანულ შტოქედს, მდინარეების მერისისა (აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადი) და ტბეთის (ჩირუხისწყლის მარცხენა შენაკადი) ხეობებს შორის. სიგრძე 15 კმ. სიმაღლე მთა წინაველასთან - 2194 მ, გომასთან - 2360 მ. აგებულია მესამეულის დროინდელი ვულკანოგენური ქანებით. კალთები შემოსილია კოლხური შერეული ტყით, თხემური ნაწილი - სუბალპური მდელოს ბალახეულით.